უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ მკაცრ განცხადებას მივესალმებით

რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ მკაცრ განცხადებას მივესალმებით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.

„ეს ნამდვილად ძლიერი გზავნილი და სიგნალი იყო. რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ და მოლაპარაკებების წარმოება უნდა ვაიძულოთ. ჩვენ აშშ-ის ლიდერობა და მეტი ჩართულობა გვჭირდება. პრეზიდენტ ტრამპის ასეთ მკაცრ განცხადებას ნამდვილად მივესალმებით“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

ანდრეი სიბიგა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ ის რუსეთს სანქციებსა და ტარიფებს დაუწესებს.

„თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სა და სხვა მონაწილე ქვეყნებს ყიდის. ჩვენ ამის გაკეთება მარტივი ან რთული გზით შეგვიძლია და მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. „შეთანხმების მიღწევის“ დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ