თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.

პროცესს ესწრებოდა ბრალდებული გიორგი ახობაძეც, რომელმაც თქვა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაცა, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს”, - განაცხადა გიორგი ახობაძემ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ახობაძის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, არგუმენტად კი დაასახელა ის, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მათ შორის, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა იმისა, რომ გიორგი ახობაძემ ნარკოტიკული საშუალება ვინმესგან შეიძინა. შესაბამისად, მათი თქმით, ამ მხრივ, ბრალის მტკიცებულება არ არსებობს.

ასევე არ არსებობს ახობაძის საზღვრის კვეთისა და მიმალვის არანაირი საფრთხე. ამასთან, დაცვის მხარემა არაერთი შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა და ახობაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატების თქმით, გიორგი ახობაძის მხარდასაჭერად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა 1212 ხელმოწერა არსებობს.

თავად ბრალდებული, გიორგი ახობაძის თქმით კი, მის მიერ საზღვრის კვეთა პროფესიულ მოვალეობას უკავშირდება - მაშინ, როცა ეს პაციენტებს სჭირდებოდათ და ეკონტაქტებოდა თავის კოლეგებს.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა გიორგი ახობაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მარიამ მაძღარაშვილმა.

„ვითხოვდით, რომ მტკიცებულებები, რომელიც კანონის არსებითი დარღვევით და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ იყო მოპოვებული მოსამართლეს უკანონოდ ეცნო. თუმცა, არ დაგვიკმაყოფილა და თქვა, რომ ეს იყო არსებითი განხილვის მოსამართლის სხდომის გადასაწყვეტი, რაშიც არ ვეთანხმებით და ვფიქრობთ, რომ ამით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. შემდეგ იყო პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა, რაზეც მყარი პოზიციები გვქონდა, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც გადაწყვიტა, რომ პატიმრობა ძალაში უნდა დატოვოს და გიორგი ახობაძე არ გამოუშვას საპყრობილიდან. ასევე, ვითხოვდით შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა გიორგის მიმართ და საქმე არ გადაცემულიყო არსებით განსახილველად და ესეც არ დაგვიკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, ის ფიქრობს, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება”,- განაცხადა მარიამ მაძღარაშვილი.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის