ბადრი ჯაფარიძე - „ქართულმა ოცნებამ” ვერ გაითავისა, რომ  საქმე აქვს თავისუფალ საზოგადოებასთან - ავტოკრატიული, რეპრესიული რეჟიმები, პირველ რიგში, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს უტევენ

ავტოკრატიული, რეპრესიული რეჟიმები ყოველთვის, პირველ რიგში, უტევენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. 1930-იან წლებში, როდესაც ბოლშევიკური ტერორი მძვინვარებდა, შეტევის მთავარი ობიექტები იყვნენ სწორედ ხელოვანები იყვნენ, რადგან ეს დარგი თავისუფლების გარეშე ვერ არსებობს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” მსახიობების დღევანდელ მანიფესტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხელოვანები ის ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას არ შეეგუებიან.

“არ არის გასაკვირი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად აფასებენ იმ უდიდეს ღირებულებას, რასაც თავისუფლება ჰქვია, არიან ამ მშვიდობიანი პროტესტის წინა ხაზზე. უნდა ითქვას, რომ ავტოკრატიული, რეპრესიული რეჟიმები ყოველთვის, პირველ რიგში, უტევენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.

1930-იან წლებში, როდესაც ბოლშევიკური ტერორი მძვინვარებდა, შეტევის მთავარი ობიექტები იყვნენ სწორედ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იმიტომ, რომ ეს არის დარგი, რომელიც თავისუფლების გარეშე ვერ არსებობს და ვერ სუნთქავს, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები, რომელთა უმრავლესობაც თავისუფალ საქართველოში დაიბადა, იქნებიან თავისუფლების, ქვეყნის ევროპული მომავლის აპოლოგეტები იმიტომ, რომ ევროპული მომავალი გულისხმობს სწორედ თავისუფალ საქართველოს, აყვავებულ, ძლიერ და მშვიდობიან საქართველოს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაითავისა, რომ საქმე აქვს თავისუფალ საზოგადოებასთან და ეს თავისუფლება მისთვის იმიტომ არის გაუგებარი, რომ მთელი ვერტიკალი ერთი ადამიანის მორჩილებაზე აქვს აგებული.

“როდესაც ქვეყანაში უკვე ორი თვეა, მიმდინარეობს პროტესტი, რომელმაც მოიცვა ქალაქები და ასეთ პროტესტს “ქართული ოცნება” ხვდება უფრო მეტი აგრესიითა და ღვარძლით, ეს ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს - ეს არის ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ფიქრობს, რომ თავისი სისასტიკით დააშინებს ხალხს, თავისი ბრუტალური თავდასხმებით შეაჩერებს პროტესტს და ვერ იგებს, თუ რატომ მოჰყვება ასეთ სისასტიკეს უფრო მეტი პროტესტი. “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაითავისა, რომ საქმე აქვს თავისუფალ საზოგადოებასთან, ხალხთან, რომელიც მიილტვოდა თავისუფლებისკენ და როგორც კი მიაღწია თავისუფლებას, ის იბრძოლებს ამის შესანარჩუნებლად და არ დათმობს.

ეს “ქართული ოცნებისთვის” გაუგებარია იმიტომ, რომ ის აგებულია არა თავისუფლების პრინციპზე, არამედ დამორჩილების პრინციპზე, მისი მთელი ვერტიკალი არის ერთი ადამიანის მორჩილებაზე აგებული.

ერთ მხარეს არის თავისუფალი საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც მთავარ ღირებულებად თავისუფლებას მიიჩნევენ, რომლებიც მშვიდობიანად იბრძვიან ქვეყნის თავისუფლებისთვის და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ძალასა და მორჩილებას.

ამ ორ მხარეს შორის შეთანხმება ვერ იქნება, სანამ ხელისუფლება, რომელიც არის ერთი კაცის ხელში, არ მიხვდება, რომ ასე ვერ გააგრძელებს ქვეყნის დე ფაქტო მართვას”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა