თეონა აქუბარდია - ერთობლივ წერილს ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას და ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ქალი პოლიტიკოსები ერთობლივი წერილით მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს და შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ.

აქუბარდიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტოს, რადგან 12 დღიანი შიმშილობა მძიმე მდგომარეობაში აგდებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„ჩვენ გვაქვს წერილი, რომელსაც ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა იმ ორგანიზაციას რომელიც მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს. ამ წერილს უერთდება ყველა ის ქალი პოლიტიკოსი, რომელიც არის სოლიდარული მზია ამაღლობელის მიმართ. ერთობლივი წერილით ვითხოვთ, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ასევე იმას, რომ შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ. გათავისუფლდეს საპატიმროდან მზია ისევე, როგორც ყველა პოლიტპატიმარი. მინდა წაგიკითხოთ გვარები: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, სოფო ჯაფარიძე, ეკა ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი.

დარწმუნებული ვარ, რომ კიდე უფრო მეტი კოლეგა შემოგვიერთდება. მთავარი არის ის, რომ შეწყდეს ზეწოლა და შიმშილობა. 12 დღიანი შიმშილობა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აგდებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იყოს დასრულებული და ის იყოს თავისუფალი”, - განაცხადა აქუბარდიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ