დონალდ ტრამპი - მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დაწიონ ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს

დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად საუდის არაბეთსა და OPEC-ის ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა საუდის არაბეთსა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) მოუწოდა, დაწიონ ნავთობზე მსოფლიო ფასები და აღნიშნა, რომ ამის ამას მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების “დაუყოვნებლივი” დაწევა მოჰყვება.

“მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დაწიონ ნავთობის ფასი. უნდა დაწიოთ! სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რომ ეს არჩევნებამდე არ გააკეთეს.

ახლა ფასი საკმარისად დიდია, რომ [უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის] ომი გაგრძელდეს… ნავთობის ფასი უნდა დაწიოთ, რათა ეს ომი დასრულდეს. შეგიძლიათ ამ ომის დამთავრება,” - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნავთობზე დაწეული ფასების ფონზე ის მოსთხოვს, რომ “საპროცენტო განაკვეთები დაუყოვნებლივ დაიწიოს, და ასევე, ისინი მთელ მსოფლიოში უნდა მცირდებოდეს, საპროცენტო განაკვეთები უნდა მოგვყვებოდეს”.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ