რუსეთის თავდაცვის უწყება - საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ბრიანსკის, რიაზანის, კურსკის, სარატოვის, როსტოვის, მოსკოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის, ტულას, ორიოლის, ლიპეცკისა ოლქებში, დედაქალაქ მოსკოვსა და ყირიმში 121 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განმარტებით, 37 დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 20 - რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე, 17 - კურსკში, 17 - სარატოვში, 7 - როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე, 6 მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 6 - ბელგოროდში, 3 - ვორონეჟში, ორ-ორი ტულას, ორიოლის და ლიპეცკის ოლქების ტერიტორიაზე, ერთი ყირიმში და ერთი მოსკოვის თავზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა