პროკურორი - ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებულია ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი და ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა მისი თანხები მიითვისა

ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებული ინვესტორია [ბიძინა ივანიშვილი] და ბრალდებულმა [გიორგი ბაჩიაშვილმა] ეს თანხა მიითვისა, - ასე გამოეხმაურა პროკურორი მიხეილ სადრაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის დაკითხვას.

როგორც ის განმარტავს, მოწმის ჩვენება საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან თანხვედრაშია.

„დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო, რადგან დადასტურდა ყველა არსებული გარემოება და ბრალის ყველა ის კომპონენტი, რასაც ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილს ედავება. ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებული ინვესტორია და ბრალდებულმა ეს თანხა მიითვისა, შემდეგ კი აქტივების ლეგალიზაცია მოახდინა. მისი ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რადგან განმარტებები დოკუმენტებთან სრულად თანხვედრაშია, ამ ორ მოცემულობას შორის სრული თანხვედრაა, რაც მტკიცებულების ხარისხზე და მნიშვნელობაზე მიუთითებს“, - განაცხადა პროკურორმა.

თუ როდის გამოიძახებს დაკითხვაზე ბიძინა ივანიშვილს, აღნიშნულზე პროკურორმა განაცხადა, რომ ეს წინასწარ მისთვისაც უცნობია, რადგან სხვადასხვა სტრატეგია შეიძლება აირჩიოს.

„აბსოლუტურად ყველა მოწმის დაკითხვა მოხდება სასამართლოზე, ვინც არსებითი ხასიათის ინფორმაციას ფლობს“, - განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986

ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწნებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა