პაატა მანჯგალაძე - რეჟიმი იქამდეც მივა, რომ „ფეისბუქზე“ სტატუსის გამო დაიწყებენ ადამიანების დასჯას - ეს პროტესტი თუ დამარცხდება, „დემოკრატია“ და „სიტყვის თავისუფლება“ სალანძღავი სიტყვა გახდება

ოპოზიცია ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ მათ წინააღმდეგ, ოპოზიცია საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

„ვიცით, რეჟიმი იქამდე მივა, რომ უბრალოდ, „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო დაიწყებენ ადამიანების დასჯას და დევნას. ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ საქართველოს გადარჩენისთვის, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს რეჟიმი ჩვენს წინააღმდეგ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, მან ხელისუფლების მიმართ სანქციების გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სანქციებით დემოკრატიული ქვეყნები ეხმარებიან ქვეყანაში დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას.

„თუმცა, როგორც არსებობს დემოკრატი ქვეყნების კლუბი, ასევე არსებობს ავტოკრატი ქვეყნების და ლიდერების კლუბი. ავტოკრატი ქვეყნების ლიდერების კლუბი „ქართულ ოცნებას“ ეხმარება. შემთხვევითი არ არის მათი დაახლოება პუტინთან, ირანთან და ჩინეთთან. ჩვენ დღეს რა რეალობაშიც ვართ, ესეც სანატრელი გაგვიხდება, თუ ეს საპროტესტო მოძრაობა დამარცხდება. პირდაპირ გეტყვით, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაც სალანძღავი სიტყვა გახდება ამ ქვეყანაში ლიბერალიზმთან ერთად, თუ ეს მოძრაობა დამარცხდება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროფესიის ადამიანის პროტესტი და „ამ თვალსაზრისით „ახალი თეატრის“ მსახიობების გუშინდელი მანიფესტიც შთამბეჭდავი იყო“.

„ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა, ისინი მსახიობები არიან. პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა შთამბეჭდავია და ძალიან ბევრ ადამიანზე ახდენს გავლენას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა