გიორგი გახარია - თუ გიორგი ბაჩიაშვილი პროტესტს აფინანსებს, მხოლოდ მადლობას ვეტყვი - ივანიშვილმა მართლმსაჯულების სისტემა ზუსტად ორ კვირაში აამოქმედა და გამოიყენა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ

ივანიშვილმა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ზუსტად ორ კვირაში აამოქმედა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, რომლის გამოძიებასაც წლები მიაქვს - როგორც კი საკითხი თავის ფულსა და ბიტკოინებს შეეხო, ივანიშვილმა პროკურატურა იხმარა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის ნდობა არ არსებობს, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სოლიდარულია.

„თუ გიორგი ბაჩიაშვილი პროტესტს აფინანსებს, მხოლოდ და მხოლოდ მადლობას ვეტყვი მას ამისთვის, რადგან დღეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ სხვაობებს. ჩვენ უნდა დავიხსნათ მძევლობისგან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო.

ფაქტია, რომ ივანიშვილმა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ზუსტად ორ კვირაში აამოქმედა და გამოიყენა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, რომლის გამოძიებასაც წლები მიაქვს და არანაირი რეაქცია არაა. როგორც კი საკითხი თავის ფულსა და ბიტკოინებს შეეხო, პროკურატურა გამოიყენა, იხმარა ზუსტად ისე, როგორც მის ფინანსურ ინტერესებს სჭირდებოდა და დაიწყეს დევნა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც არანაირი ნდობა არ არსებობს იმ პროკურატურის, რომელიც დასისხლიანებულ ადამიანებზე მალავს მტკიცებულებებს; იმ მართლმსაჯულების სისტემის, რომელიც მოძალადეებს ნიღბის წამოცმის შესაძლებლობას აძლევს, რომ უდანაშაულო ადამიანები სცემოს, რა თქმა უნდა, სოლიდარული ვიქნები, მხარს დავუჭერ გიორგი ბაჩიაშვილს და მადლობას ვეტყვი მას, თუ ის აფინანსებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა გახარიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა