ახალი შესაძლებლობები აღმასრულებელი მენეჯერებისთვის - BTU ერთწლიან EMBA პროგრამაზე მიღებას თებერვალში იწყებს

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მოთხოვნა მაღალია მსოფლიო მასშტაბით, რაც მისი უპირატესობებით, კარიერული ზრდის შესაძლებლობებითა და საერთაშორისო აღიარებითაა განპირობებული.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაც ბაზარზე არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, მსურველებს უკვე 1-წლიან პროგრამასაც სთავაზობს . ამიერიდან უკვე შესაძლებელია, მიიღოთ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომი საქართველოში, მარტივად, მხოლოდ შიდა პროცედურების გავლით და მოკლე დროში. თქვენ აღარ დაგჭირდებათ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მომზადება და ჩაბარება, რადგან უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა შესარჩევ პროცესს, რომელიც მარტივ და მოქნილ მოთხოვნებს მოიცავს.

ბიზნესის ადმინისტრირება არის მრავალმხრივი სპეციალობა, რომელიც დაკავშირებულია უნარებთან მენეჯმენტში, ფინანსურ ანალიზში, მარკეტინგში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ლიდერობაში.

პროგრამაზე „ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის“ რეგისტრაცია 5 თებერვალს დაიწყება და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სწავლის პროცესი კი მარტიდან არის დაგეგმილი.

1 და 2-წლიან პროგრამებს შორის ძირითადი განსხვავება მხოლოდ მათი ხანგრძლივობაა. ძირითადი საგნები და მიდგომები არ იცვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი შეთავაზება აღმასრულებელი მენეჯერებისთვისაა გათვლილი, მათთვის, ვისაც გარკვეული ცოდნა და გამოცდილება უკვე აქვთ და ახლა მოკლე დროში კარიერული წინსვლა სურთ.

კონკურენტულ საგანმანათლებლო ბაზარზე 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის“ უნიკალურობას, პირველ რიგში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების საინტერესო სინთეზი განაპირობებს. გარდა კონკრეტული საგნებისა, პროგრამის ყველა კურსში ინტეგრირებულია ამ მიმართულებით არსებული სოფტები, პლატფორმები, AI გადაწყვეტილებები, პროგრამები და ა.შ.

მის უნიკალურობას ისიც განაპირობებს, რომ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა კურსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეისწავლონ. ეს კი მათ საშუალებას მისცემს, მოემზადონ გამოცდისთვის, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, მიღება ხდება გამარტივებული წესით, ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე, შიდა გამოცდით და გასაუბრებით. ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე „ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის“ სწავლის ღირებულება 2950 ლარია.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს