დიმიტრი პესკოვი დონალდ ტრამპს პასუხობს - უკრაინასთან კონფლიქტი ნავთობის ფასებზე არ არის დამოკიდებული

უკრაინაში არსებული ვითარება ნავთობის ფასზე არ არის დამოკიდებული, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად საუდის არაბეთსა და OPEC-ის ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევისკენ მოუწოდა.

„ეს კონფლიქტი ნავთობის ფასებზე არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა საუდის არაბეთსა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) მოუწოდა, დაწიონ ნავთობზე მსოფლიო ფასები და აღნიშნა, რომ ამის ამას მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების “დაუყოვნებლივი” დაწევა მოჰყვება. “მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დაწიონ ნავთობის ფასი. უნდა დაწიოთ! სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რომ ეს არჩევნებამდე არ გააკეთეს. ახლა ფასი საკმარისად დიდია, რომ [უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის] ომი გაგრძელდეს… ნავთობის ფასი უნდა დაწიოთ, რათა ეს ომი დასრულდეს. შეგიძლიათ ამ ომის დამთავრება,” - განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს