სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ: „სლოვაკეთი რუსეთი არ არის, სლოვაკეთი ევროპაა“ და „გადადგეს ფიცო“.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების ცნობით, ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 60 000 ადამიანი გამოვიდა. ამასთან, დემონსტრაციები სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქშიც გაიმართა.

შეგახსენებთ, სლოვაკეთში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ: „სლოვაკეთი რუსეთი არ არის, სლოვაკეთი ევროპაა“ და „გადადგეს ფიცო“.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების ცნობით, ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 60 000 ადამიანი გამოვიდა. ამასთან, დემონსტრაციები სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქშიც გაიმართა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე