ირაკლი ზარქუა - ეს „მადამ მავნებელი“, ცრუ პრეზიდენტი, გიჟი რომ ჩადის და ამერიკელებს და ევროპელებს სთხოვს საკუთარი ქვეყანა როგორ დასაჯონ, ამის შემდეგ კიდევ ჩნდება კითხვა, ვის ემსახურებიან ისინი?

ეს „მადამ მავნებელი“, ცრუ პრეზიდენტი, გიჟი რა… რომ ჩადის იქ და ამერიკელებს და ევროპელებს სთხოვს საკუთარი ქვეყანა როგორ დასაჯონ, ამის შემდეგ კიდევ ჩნდება კითხვა, ვის ემსახურებიან ისინი? - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუამ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ოპოზიციური ძალებიც დაადანაშაულა.

„ვნახეთ, როგორ არიან ჩამწკრივებული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. „რადიკალების“ თითოეული ლიდერი როგორ იყო ჩასაფრებული, რომ რამენაირად გააშავონ თავისი ქვეყანა და ლეგიტიმურად არჩეული მთავრობა. რაღა შორს წავიდეთ - ეს „მადამ მავნებელი“, ცრუ პრეზიდენტი, გიჟი რა… რომ ჩადის იქ და ამერიკელებს და ევროპელებს სთხოვს საკუთარი ქვეყანა როგორ დასაჯონ, ამის შემდეგ კიდევ ჩნდება კითხვა, ვის ემსახურებიან ისინი? ეს არის ჩვეულებრივი მეხუთე კოლონა, აგენტურა, რომელსაც დედა ეტირათ. ერთი რომ ქართველი ხალხი გავერთიანდით და მყარად დავდექით და მეორე, აშშ-ის იმ შედეგებით, როცა ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. ყველამ უნდა იცოდეს - ქალი ქალია, კაცი კაცია. ახლა მიდით და იხუმრეთ ამ თემაზე. ყველას ხაზს გადაგისვამთ ამ რადიკალებს და ფსევდოლიბერალებს“, - აღნიშნა ზარქუამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე