რაინიე ვან ლანშოტი - დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის მარტივი მგზავრობის აკრძალვა არის ძალიან პატარა, პაწაწინა ნაბიჯი - ჩვენ გვჭირდება დიდი ნაბიჯები

[დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის მარტივი მგზავრობის აკრძალვა] ეს ძალიან მცირე, სიმბოლური ნაბიჯია, რომელიც საკმარისი არ არის. ეს არის ძალიან პატარა, პაწაწინა ნაბიჯი და ჩვენ გვჭირდება დიდი ნაბიჯები, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა ჯგუფიდან „მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი“ რაინიე ვან ლანშოტიმ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ არ უნდა იყოს ბოლო.

„[ევროპული ინსტიტუტების მიერ საქართველოს საკითხისთვის] ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მხოლოდ ყურადღებას მიაქცევ, ეს საკმარისი არ არის. თუ ყურადღებას მიაქცევ და იცი მოვლენების განვითარება, ამის შემდეგ უნდა იმოქმედო. ვფიქრობ, მარტა კოსი, რომელიც ახლახან გახდა ევროკომისარი, ყურადღებას აქცევს, მაგრამ არ იღებს საკმარის ზომებს. სწორედ ამიტომ ვთქვი, „გთხოვთ, საქართველო უფრო მაღლა დააყენოთ თქვენს პრიორიტეტულ სიაში“, რათა რეალურად დაიწყოთ არა მხოლოდ ყურადღების მიქცევა, არამედ ქმედებებიც. რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს და მათთვის მარტივი მგზავრობის აკრძალვას, რა თქმა უნდა, სიმბოლოებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს სიმბოლო არ არის საკმარისად ძლიერი, რადგან, როგორც აღნიშნეთ, პირადი პასპორტებით მაინც შეეძლებათ მგზავრობა. სწორედ ამიტომ, გასულ კვირას ევროპარლამენტში მე განვუცხადე კომისიას, რომ ეს ძალიან მცირე სიმბოლური ნაბიჯი საკმარისი არ არის. ეს სულ არაფერს სჯობს, თუმცა არ არის საკმარისი. ეს არის ძალიან პატარა, პაწაწინა ნაბიჯი და ჩვენ გვჭირდება დიდი ნაბიჯები, რადგან ქართველ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ მოწოდებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.

ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით. პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის მივყვეთ ამ გზას, რადგან ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ამ ავტოკრატიას და აქცევენ მას მჩაგვრელ რეჟიმად. ეს იქნება პირველი ნაბიჯი. სხვა გზებიც არსებობს, მათ შორისაა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. მაგალითად, მისი ხელახლა დაპატიჟება ევროპარლამენტში, ან [აქაური პოლიტიკოსების] იმაში დარწმუნება, რომ არცერთი სხვა ევროპელი ელჩი ან სახელმწიფოს მეთაური არ გაემგზავრება საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ შესახვედრად. მაგრამ თუ ისინი საქართველოში გაემგზავრებიან, უნდა შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებს. ეს ყველაფერი უკვე შეიძლება მოხდეს. იქნება ეს საკმარისი? არც ისე დარწმუნებული ვარ. მიმდინარე კვირას ჩვენ ასევე გავმართავთ საუბარს ევროპარლამენტში თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული საქართველოს მხარდასაჭერად, საქართველოს მეგობრებთან ერთად, რათა ვნახოთ, რა სხვა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია და სხვა სანქციების დაწესება. სანქციები არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ აუცილებლად არ უნდა იყოს ბოლო. ძირითადად, პირად ფინანსურ სანქციებს ვგულისხმობ. მე არ ვარ უვიზო მიმოსვლის სრულად აკრძალვის მომხრე, რადგან ეს გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზეც, რომლებიც არ არიან შექმნილი ვითარების გამომწვევი, მაგრამ უვიზო მიმოსვლის აკრძალვა უნდა ამოქმედდეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის, არა მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებზე, არამედ პირადზეც. უნდა შედგეს ამ პროცესში ჩართული ყველა ადამიანის სია და დავრწმუნდეთ, რომ მათ აღარ შეუძლიათ ადვილად გამგზავრება ევროკავშირში. ეს იქნება ფინანსური და მიზანმიმართული თავისუფალი მოგზაურობის აკრძალვის კომბინაცია“, - განაცხადა რაინიე ვან ლანშოტიმ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან