მეუფე იაკობი - ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? - თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? - ერთ ქალბატონს მივმართავ: ვისი სისხლის დაღვრა გსურთ?

ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? - გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს, შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში ქადაგებისას აღნიშნა.

მეუფე იაკობის თქმით, იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამართლება არავის აქვს.

„როგორი დედა გვყავს ღვთისმშობელი, როგორი დედაა წმინდა ნინო - ჩვენზე მათგან რამე დაყვედრებული მოგვისმენია? დღეს რა ხდება - ჩართავ ტელევიზორს, საინფორმაციო გადაცემების ყურება აღარ მინდა - ამაყად აცხადებენ უცხოეთში, დიადი ქვეყანა როგორ უნდა იყო, ასეთი პატარა მცირე რიცხვიანი ქვეყანა ხარ და ის ვერ დაგიმორჩილებიაო. ასეთი სულიერი სიღარიბე რა უნდა გქონდეს?! წმინდა ნინო არაქართველი იყო, ჩამოვიდა და ქართველებზე ქართველი გახდა. ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს - შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა. ვუყურებთ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სიმშვიდე გვინდა. ძალიან ცუდად ვიქცევით. ასე რომ ხდება, გამართლება არავის გვაქვს. ყველამ შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს, ერთმანეთს. რა გვინდა, ისევ 90-იანი წლებში დავბრუნდეთ? ადრეც მივმართე ქალბატონებს და განსაკუთრებით ერთ ქალბატონს - ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? გაიხსენეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი და წმინდა ნინოს ქვეყანა ვართ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ