ლევან მაჭავარიანი - ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას - ევროკავშირის უსამართლოდ მოქცევა საქართველოსთან მიმართებაში არავის უნდა გაუკვირდეს

ესტონეთის მხარეს არავინ ეკითხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ეს უნდა იყოს 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, რამდენიმე ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდება.

“მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომ ბატონ ტრამპს რამდენიმე დღის წინ ჩართვა ჰქონდა (დავოსის ეკონომიკური ფორუმი რომ მიმდინარეობდა), სადაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას. შესაბამისად, ევროკავშირის უსამართლოდ მოქცევა საქართველოსთან მიმართებაში, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, არავის უნდა გაუკვირდეს. ესტონეთის მხარეს არავინ არ ეკითხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ეს უნდა იყოს 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი. ჩვენ ვიცით რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ამას არ დათანხმდება. ასეთი ქვეყნების რაოდენობა უკვე იზრდება, ვატყობთ, როგორ იცვლება ევროკავშირის პოლიტიკური კონიექტურა და ვხედავთ, რომ სლოვაკეთს, უნგრეთს ისეთი ქვეყნები ემატება, როგორიცაა ავსტრია, სერბეთი და ა.შ., რომლებიც უფრო თავიანთ სუვერენიტეტზე იწყებენ ზრუნვას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის და საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დაიწყონ.

„რაც შეეხება საქართველოს, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთი-ერთი რამ, რაც ესტონეთმაც შესთავაზა არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხვალ გავაუქმებთ, მაგრამ საჭიროა დავიწყოთ ეს პროცესი იმისთვის, რომ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, საკუთარ ხალხს ატყუებს და მათ უნდა შეცვალონ კურსი“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე