ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი - გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა. ანრი კაკაბაძის შემთხვევაში მოსამართლემ გაითვალისწინა, ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ იგი წარსულში ნასამართლევია.

„ემოციურად დატვირთული ვარ, ჩემი სტუდენტი საპატიმროშია. სამართლის სპეციალისტი არ ვარ, ამ ყველაფერს მორალური კატეგორიიდან ვუყურებ. ანრი კაკაბაძეს დიდი მომავალი აქვს, მისგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. მათი ინიციატივით მომზადდა წერილი, ძალიან კარგია, რომ მათი მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯი, (მოდავე მხარე)“, - აცხადებს მამუკა ჯორბენაძე გათავისუფლების შემდეგ.

გათავისუფლებულებს სასამართლოს შენობასთან სტუდენტები დახვდნენ, რომლებიც დაკავებულებს გულშემატკივრობდნენ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ დეკანი და მისი სტუდენტები მოგვიანებით რექტორის მეუღლეს და მის მეგობარს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ