დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, კმაყოფილი იქნება, თუკი დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში და ქვეყანა აღარ იარსებებს - არის ჩვეულებრივი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი

სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილი იქნება ალბათ, თუკი დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში და ეს ქვეყანა აღარ იარსებებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი და ასრულებს იმ დავალებებს, რაც გააჩნია „გლობალური ომის პარტიისგან“, იგივე „დიფ სთეითისგან“.

სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილი იქნება ალბათ, თუკი დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში და ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. ყოველ შემთხვევაში, მისი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იმის მანიშნებელია, რომ ყოველგვარი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას, სუვერენიტეტს ნეგატიურად ეკიდება. ის არის ჩვეულებრივი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი და ასრულებს იმ დავალებებს, რაც გააჩნია „გლობალური ომის პარტიისგან“, იგივე „დიფ სთეითისგან“. მას დიდხანს აღარ მოუწევს ასეთი გადაწყვეტილებებით ან დამწუხრება, ან გახარება, რადგანაც ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე იქნება ამერიკული პოლიტიკის შესაბამისი ეფექტი, მათ შორის, ევროპაზეც და ყველა კარგად შეიგნებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება არანაირად არ უშლის ხელს, არც ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციად და არც მათ დემოკრატიულ განვითარებას. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილისთვის კიდევ ერთხელ გახდება ნათელი და ცხადი, რომ მისი ანტიქართული მოღვაწეობა არის დასრულებული,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უცხოური აგენტების რეაგირების მიზნით დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება გარკვეულწილად უჩვეულოა.

„დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა