გიორგი ბაჩიაშვილის დედა - პროცესი იმიტომ დახურეს და გამოგვიყვანეს, ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედის, მარინა რამაზაშვილის განცხადებით, მან „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავას ფრაზა - „თქვენ უნდა გეშინოდეთ", მუქარად აღიქვა.

როგორც რამაზაშვილი განმარტავს, სხდომა დახურულ რეჟიმში იმის გამო ტარდება, რომ საზოგადოებას სიმართლე არ გაეგო.

„მასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. „თქვენ უნდა გეშინოდეთ" - ისე გავიგე, რომ ყველას, ვინც "ქართუ ბანკში" სესხი აიღო და დროულად დააბრუნა, უნდა ეშინოდეთ, თუ ისინი არასასურველი გახდებიან, მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება, რატომ დააბრუნა დროულად სესხი", - განაცხადა რამაზაშვილმა.

კითხვაზე, ნატო ხაინდრავას ნათქვამი, აღიქვა თუ არა მუქარად, მან დადებითი პასუხი გასცა.

„რა თქმა უნდა, მუქარად აღვიქვი. ნატოს პროცესი იმიტომ დახურეს და გამოგვიყვანეს, ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო. ახლა სიმართლე დაფარულია, დღეს სიმართლეს ძინავს, სიმართლე არ არსებობს",- განაცხადა რამაზაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ პროცესზე აძლევს ჩვენებას „ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა.

სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლისას მას ბაჩიაშვილის დედამ, მიმართა კითხვით - „რისი გეშინიათ?“

„არაფრის არ მეშინია, თქვენ უნდა გეშინოდეთ. მე რისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ მოწმე",- უპასუხა ნატო ხაინდრავამ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გიორგი ბაჩიაშვილის დედა - პროცესი იმიტომ დახურეს და გამოგვიყვანეს, ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედის, მარინა რამაზაშვილის განცხადებით, მან „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავას ფრაზა - „თქვენ უნდა გეშინოდეთ", მუქარად აღიქვა.

როგორც რამაზაშვილი განმარტავს, სხდომა დახურულ რეჟიმში იმის გამო ტარდება, რომ საზოგადოებას სიმართლე არ გაეგო.

„მასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. „თქვენ უნდა გეშინოდეთ" - ისე გავიგე, რომ ყველას, ვინც "ქართუ ბანკში" სესხი აიღო და დროულად დააბრუნა, უნდა ეშინოდეთ, თუ ისინი არასასურველი გახდებიან, მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება, რატომ დააბრუნა დროულად სესხი", - განაცხადა რამაზაშვილმა.

კითხვაზე, ნატო ხაინდრავას ნათქვამი, აღიქვა თუ არა მუქარად, მან დადებითი პასუხი გასცა.

„რა თქმა უნდა, მუქარად აღვიქვი. ნატოს პროცესი იმიტომ დახურეს და გამოგვიყვანეს, ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო. ახლა სიმართლე დაფარულია, დღეს სიმართლეს ძინავს, სიმართლე არ არსებობს",- განაცხადა რამაზაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ პროცესზე აძლევს ჩვენებას „ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა.

სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლისას მას ბაჩიაშვილის დედამ, მიმართა კითხვით - „რისი გეშინიათ?“

„არაფრის არ მეშინია, თქვენ უნდა გეშინოდეთ. მე რისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ მოწმე",- უპასუხა ნატო ხაინდრავამ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი