პროკურორი - ყველა გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით, მოწმის ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა

ყველა გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით, მოწმის ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ დაიხურა დღეს სხდომა ორი მოწმის, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავასა და მისი ყოფილი მოადგილის, დავით გალუაშვილის ნაწილში.

კითხვაზე, მოხდება თუ არა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის დროსაც სხდომის დახურვა, პროკურორმა განაცხადა, რომ „წინმსწრებად პოზიციას ვერ დააფიქსირებს“.

„სამართლებრივად ეს გაწერილია, სხდომის დახურვა ნაწილობრივ მოხდა, ყველა დახურვას სამართლებრივი საფუძველი აქვს, ის ინდივიდუალურად განიხილება, რომელზეც პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ“,- განაცხადა სადრაძემ.

მისივე თქმით, ხაინდრავამ საქმისათვის მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო ეს. ბუნებრივია, სამართლებრივი თავისებურებიდან გამომდინარე, ამ გარემოებაზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ, რადგან სხდომა დახურული იყო. თუმცა, მთავარია შემდეგი, რომ ყველა გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით, მოწმის ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა, არამხოლოდ ჩვენებების და განმარტებების კონტექსტში, არამედ დოკუმენტებზე მითითებებით. აქედან გამომდინარე მისი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ყველა შემხვედრი პოზიცია გააბათილა, რომელიც შეიძლება ბრალდებულს გააჩნდეს“, - განაცხადა სადრაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის