გიორგი ვაშაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე - ეს არის ფუნდამენტურად ახალი ეტაპი ჩვენს ბრძოლაში - ფაქტობრივად, არალეგიტიმურად იქნა ცნობილი „ქართული ოცნება“

ეს არის ფუნდამენტურად ახალი ეტაპი ჩვენს ბრძოლაში - დღევანდელი დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არალეგიტიმურად იქნა ცნობილი „ქართული ოცნება“, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

როგორც გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ასამბლეის გადაწყვეტილება გადამდები იქნება ყველა საერთაშორისო ინსტიტუტისა და მეგობარი ქვეყნისათვის და ისინი დაიწყებენ ამ პრეცედენტის გამოყენებას ახალი არჩევნების მოსათხოვნად.

„როცა აქ ხარ, ნამდვილად არ გვსიამოვნებს, საქართველოზე ასეთი დოკუმენტები რომ მიიღება, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე მიიყვანა საქმე, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საქართველოს დელეგაციის საერთოდ არსებობაც. სრულიად ევროპამ მიიღო ძალიან კონკრეტული და მკაფიო დოკუმენტი: პირველ აპრილამდე უნდა დაინიშნოს არჩევნების თარიღი, აპრილამდე უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, აპრილამდე გამოძიება სამართალდამცველი უწყებების მხრიდან, ვინც თავპირი დაამტვრია ხალხს, ამის გამოძიება უნდა მოხდეს. ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უკან გატანა.

აპრილამდე „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად უფლებამოსილება ეზღუდება, ვერსად ვერ წარმოადგენს „ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვერ იქნება ვერცერთ დელეგაციაში, ვერცერთ სადამკვირვებლო მისიაში, ვერანაირ ფორმატში ვერ მიიღებს მონაწილეობას. თუ აპრილამდე ამ ყველაფერს არ გააკეთებს „ქართული ოცნება“, მას საერთოდ შეუჩერდება წარმომადგენლობა, სანამ ლეგიტიმური ხელისუფლება არ იქნება მოვა, რომელიც საქართველოს წარმოადგენს აქ.

აპრილის შემდეგ „ქართული ოცნების“ ადგილი აქ არ იქნება და საქართველო დაუბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ლეგიტიმური ხელისუფლება ეყოლება. დღევანდელი დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ფაქტობრივად არალეგიტიმურად იქნა ცნობილი „ქართული ოცნება“. პირველი საერთაშორისო და ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ არჩევნები ახლიდან უნდა ჩატარდეს. ეს იქნება გადამდები, ეს იქნება არაღიარების პოლიტიკიდან სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლა. ყველა საერთაშორისო ინსტიტუცია და მეგობარი ქვეყანა დაიწყებს ამ პრეცედენტის გამოყენებას და მოთხოვნის წაყენებას „ქართულ ოცნებასთან" რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა