პაატა მანჯგალაძე - კობახიძეს არ ესმის, რომ უკვე დამარცხებულია და თუ “ხარებასა” და ვიღაც მოძალადეებს დაურიგებს მედლებს, არაფერი შეიცვლება

ყველაფრით, რასაც აკეთებენ, მდიდრდებიან, სანქცირებულ ქვეყანაში არანაირი სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, პირიქით - კორუფცია იზრდება და კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს საქართველოდან წასვლა , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, სანქციები მნიშვნელოვანია, თუმცა ხალხის პროტესტი არ უნდა შეწყდეს. მისივე განმარტებით, ეს მარტო იმ ხალხის ბრძოლა არაა, ვინც რუსთაველზე აპროტესტებს, ეს არის მთელი საქართველოს ბრძოლა.

„ახლა მთავარია, რომ უფრო გაბედულად ვიმოქმედოთ. სერბეთის მაგალითმაც აჩვენა, რომ თუ უფრო მტკივნეული არ გახდება და უფრო მეტ დისკომფორტს არ შევუქმნით ხელისუფლებას, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვით და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად გაწელავს დროს.

შედეგი იმას ექნება, როცა ხელისუფლებას უკვე არ აქვს მექანიზმი და ვერ ფლობს ძალაუფლებას, წესრიგს ამყარებს უკვე ხალხი და ხალხის დღის წესრიგით ხდება ცხოვრება, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

ჯერჯერობით სანქციები მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი ბერკეტია და როცა ამ სანქციების მეორე ეტაპი ამუშავდება, კონკრეტული ჩინოვნიკის შვილებს რომ მოუწევთ ევროპიდან და ამერიკიდან სახლში დაბრუნება, მაშინ დაფიქრდებიან, მაგრამ აქ უნდა იყოს პროტესტი, ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ხშირად იქმნება წარმოდგენა, რომ თავისით გაბრწყინდება ივერია და ჩვენ რომ უნდა გავაბრწყინოთ, ჩვენ რომ უნდა ვიშრომოთ, ამაზე ნაკლები წარმოდგენა აქვთ.

ყველაფრით, რასაც აკეთებენ, მდიდრდებიან, სანქცირებულ ქვეყანაში არანაირი სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, პირიქით - კორუფცია იზრდება და კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს საქართველოდან წასვლა. ნუ ჩავთვლით, რომ ეს მარტო იმ ხალხის ბრძოლაა, ვინც რუსთაველზე აპროტესტებს, ეს არის მთელი საქართველოს ბრძოლა. ყველა ვალდებული ვართ, რომ ვიბრძოლოთ”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს არ ესმის, რომ უკვე დამარცხებულია და “ხარებასა” და ვიღაც მოძალადეებს თუ დაურიგებს მედლებს, ამით არაფერი შეიცვლება.

“ჩვენ თუ ვნახავთ ავტოკრატიები როგორ საუბრობენ კრიზისის ვითარებაში, როგორ საუბრობენ პარტნიორებზე, საკუთარ ხალხზე, ერთგვარი სახელმძღვანელო აქვთ. მაგალითად, ძალიან პოპულარულია ავტოკრატიებში ფრაზა “უცხოეთიდან დაფინანსებული და წაქეზებული” - ეს ყველგან ასეა, ვენესუელაც ასე ლაპარაკობს, ირანიც და ბელარუსიც და რუსეთიც. მეორეა, პასუხისმგებლობა აირიდოს და შენ დაგაბრალოს ძალადობა, არეულობის მოწყობა და მთავარი ფაბულა აქვთ, “ჩვენ ვიცავთ სუვერენიტეტს” - მაგათ სუვერენიტეტი თავპირის მტვრევა ჰგონიათ. ჩვენ ხომ ვიცით, სინამდვილეში, სად მიჰყავს კობახიძეს ქვეყანა. მას არ ესმის, რომ უკვე დამარცხებულია და “ხარებასა” და ვიღაც მოძალადეებს თუ დაურიგებს მედლებს, ამით არაფერი შეიცვლება”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა