ვახუშტი მენაბდე - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს სასამართლო, რომელიც ნოტარიუსის ფუნქციითაა აღჭურვილი, იმას აკეთებს, რასაც პროკურორი მოითხოვს - სადაც პოლიტიკური ინტერესია, არ არსებობს გამამართლებელი განაჩენი

მზია ამაღლობელი სამართლდება კრიმინალური დაჯგუფების მიერ, ესაა ერთი უსამართლობა, მეორე უსამართლობაა ის, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ვერ იქნება სახეში ხელის მირტყმა, სილის გაწვნა , - ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ვახუშტი მენაბდის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს სასამართლო, რომელიც ნოტარიუსის ფუნქციითაა აღჭურვილი, მხოლოდ და მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც „ქართული ოცნების“ პროკურორი მოითხოვს და სადაც პოლიტიკური ინტერესია, არ არსებობს გამამართლებელი განაჩენი.

„მზია ამაღლობელის საქმე ორმაგად უკანონოა. ჯერ ერთი, ის უკანონო ხელისუფლების მიერაა ტყვედ აყვანილი.სამართლდება სასამართლოს მიერ, რომელიც არ გვაქვს ქვეყანაში, რომელსაც “კლანი” მართავს, როგორც კრიმინალური დაჯგუფება. მზია ამაღლობელი სამართლდება კრიმინალური დაჯგუფების მიერ, ესაა ერთი უსამართლობა. მეორე უსამართლობაა ის, რომ სამართლდება იმისთვის, რაც, სულ რომ ყველაფერი კარგად იყოს, კანონიერი ხელისუფლება და სასამართლო რომც გვქონდეს, არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად. სისხლის სამართლის დანაშაული ვერ იქნება სახეში ხელის მირტყმა, სილის გაწვნა.

მზია ამაღლობელი არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი. პოლიტპატიმრის განსაზღვრებას არ სჭირდება ის, რომ დანაშაული არ ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი. ამ შემთხვევაში მზია ამაღლობელს არც დანაშაული ჩაუდენია და პოლიტპატიმარია. არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ნორმა, რომელიც მზია ამაღლობელის ქმედებას შეაფასებდა, როგორც დანაშაულს, ნორმალური იურისტის პირობებში.

არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ შეჰპარვია ეჭვი კლანის მიერ მართულ სასამართლოს. როცა თვითონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას, სხვათა შორის სამართლიანად, ზუსტად იმას არ ამბობდა, რომ გამამართლებელი განაჩენი ძალიან დაბალია? იმას არ ამბობდა, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“? იმას არ ამბობდა, რომ ადამიანები უსამართლოდ სხედან ციხეში და სასამართლოს არ აქვს თავისუფლება, მიიღოს გადაწყვეტილება? ახლა ჩვენ იმავეს ვამბობთ სამართლიანი სასამართლოსა და სამართლის აღსრულების ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს სასამართლო, რომელიც ნოტარიუსის ფუნქციითაა აღჭურვილი, მხოლოდ და მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც „ქართული ოცნების“ პროკურორი მოითხოვს. სადაც პოლიტიკური ინტერესია, არ არსებობს გამამართლებელი განაჩენი. „ოცნებას“ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ იბრძვიან ამ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს