მიხეილ ყაველაშვილი - ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და მცდელობას, საქართველოს ხელისუფლების იზოლირება მოხდეს და რეალობა სხვა კუთხიდან წარმოჩინდეს

სამწუხაროდ დასავლეთში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მოქალაქეების ინფორმირება ცუდად ხდება. მე ვიცი ჩემი შვეიცარიული გამოცდილებით, რომ მოქალაქეს ალტერნატიული აზრი ესაჭიროება, რათა მხოლოდ ერთ წყაროს არ დაეყრდნოს. ეს წარმოადგენს ევროპულ ღირებულებას, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს შემთხვევაში, ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და საქართველოს ხელისუფლების იზოლირების მცდელობას.

როგორც ყაველაშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასაკვირი არ ყოფილა, მისი წინამორბედის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ არჩევნები გაყალბდა, მსოფლიო მედიამ აიტაცა, პრეზიდენტისგან დეზინფორმაციის გავრცელება კი დაუშვებელია.

„ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და მცდელობას საქართველოს ხელისუფლების იზოლირება მოხდეს და რეალობა სხვა კუთხიდან წარმოჩინდეს.

მე უკვე მეცხრედ ვმონაწილეობ არჩევნებში, წინა არჩევნებთან შედარებით, ეს არჩევნები იყო ალბათ, საუკეთესო. შედეგები არ გაჰკვირვებია მოსახლეობის უმრავლესობას. ჩემი წინამორბედი ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და ამის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. ეს აიტაცა მსოფლიო მედიამ. ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია ქვეყნის პრეზიდენტისგან. საერთაშორისო მედია ინტერვიუებს იღებდა ჩემი წინამორბედისგან და ავრცელებდნენ მხოლოდ მის მოსაზრებებს, არავის უცდია ხელისუფლების პოზიციების გაგება. ევროპელებისთვის ეს ისმოდა, როგორც სარწმუნო, ეს ხომ ევროპელ მოქალაქეების შეურაცხყოფაა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა