გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ დაიხურა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ დაიხურა.

სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას 3 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი.

შუამდგომლობის მიხედვით, დაკითხვისას ისეთი გარემოებები შეიძლება გაჟღერდეს, რაც კომერციულ საიდუმლოებას შეეხება.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

„მინდა, რომ ეს სხდომა და პროცესი გამჭვირვალე იყოს, ბევრი კითხვის ნიშანია პროკურატურის გამჭვირვალობასთან. ჩემი უფლებაა, პროცესი საჯარო იყოს“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა მხოლოდ ერთი მოწმის ნაწილში დახურა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ