ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - საჭიროა ყველაფრის შესწავლა იმისთვის, რომ ხალხს შევახსენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლებაში დაბრუნება სურდათ

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა იმისთვის, რომ მტკიცებულებების დონეზე ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და ვაჩვენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შეიქმნება.

მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა საქართველოში 2004-2012 წლებში.

„რეალურად, მათი დანაშაულები ხელის გულზე დევს და გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოში 2004-2012 წლებში. ეს იყო ადამიანების მკვლელობა - 150 ადამიანი, ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს. ეს იყო ადამიანების წამება - ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ციხეებში რა ხდებოდა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით. ბიზნესის რეკეტი - ტოტალური ფორმა ჰქონდა მიღებული ბიზნესის რეკეტს. ტელევიზიების მიტაცება - თქვენ გახსოვთ რა მოხდა ტელეკომპანია „იმედთან“და „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, ამასთან, სხვა კერძო ტელევიზიებთან დაკავშირებით. მედიის სფეროში ტოტალური მონოპოლია დაამყარეს. ეს არის ხელის გულზე არსებული დანაშაულები. მთავარი დანაშაული მაინც არის 2008 წლის ომი, რის შედეგადაც, საქართველომ ტერიტორიების 20%-ი დაკარგა, მოხდა ე.წ. აღიარება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის. 30 000 ადამიანი დევნილად იქცა და 400-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა იმისთვის, რომ მტკიცებულებების დონეზე ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და ვაჩვენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის მტკიცებით, ევროკავშირის ელჩი, ქართველ ხალხს უმტკიცებდა, რომ „მწამებლები, მკვლელები, ომის გამჩაღებლები, ბიზნესის რეკეტიორები, მედიის მიმტაცებლები, თუ არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ქვეყანას არ ეღირსებოდა ევროინტეგრაცია“.

„ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი გამოდიოდა და ქართველ ხალხს უმტკიცებდა ასეთ რამეს, რომ ეს მწამებლები, მკვლელები, ომის გამჩაღებლები, ბიზნესის რეკეტიორები, მედიის მიმტაცებლები, თუ არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ქვეყანას ევროინტეგრაცია არ ეღირსებოდა.

რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები, ყაჩაღები და ა.შ.?! საზოგადოებამ გამოიტანა თავისი დასკვნა და ამის გამო, ის გაჰყვა არა ევროკავშირის ელჩის მოწოდებას, არამედ გაჰყვა სიმართლეს და სწორედ, ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54% მიიღო, ხოლო ეს მწამებლები, მკვლელები და ა.შ. ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე