ირაკლი კობახიძე - ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა

ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, კონგრესმენ ჯო უილსონისა და ბრიტანელი დეპუტატის, ჯეიმს მაკკლირის მოთხოვნას.

კობახიძის თქმით, როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებზე, ეს აბსოლუტურად გაუგებარია.

„ზოგადად, დიდი ბრიტანეთი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანია. ვიღაცებს „შერატონი“ ჰქონიათ ცივილიზაციის აკვანი, სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებზე, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ჯონ ლოკის ქვეყანაა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.

„საგარეო მდივანო, მოგიწოდებთ, დაყოვნების გარეშე იმოქმედოთ და სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს, ოლიგარქ მჩაგვრელს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პუტინის ჩარევას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოითხარა მის სუვერენიტეტს. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის დეკემბერში დაუწესა სანქციები ივანიშვილს; ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიისთვის პატივისცემის სულისკვეთებაში, გაერთიანებულმა სამეფომ იგივე უნდა გააკეთოს“, - წერია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს