„ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ ახალი, უნიკალური საბაკალავრო პროგრამა, რომელზეც BTU სტუდენტების მიღებას იწყებს

ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ამ მიმართულებით საბაკალავრო პროგრამების მრავალფეროვნებაა, თუმცა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) სტუდენტებს სრულიად განსხვავებულ ახალ, ინოვაციურ პროგრამას ამატებს. „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“, რომელიც სრულად ტექნოლოგიურ სამყაროსთან იქნება ადაპტირებული ამჟამად აკრედიტაციის პროცესსშია, სტუდენტების მიღება კი 2025 წლის სასწავლო წლიდან დაიწყება.

ციფრული სამყარო - ინტერნეტი, სოციალური მედია, ხელოვნური ინტელექტი მკვეთრად ცვლის ადამიანის ცხოვრებას, მათ შორის მის ქცევებსა და აზროვნებას. ტექნოლოგიური პროგრესი გავლენას ახდენს კოგნიტიურ პროცესებზე, ემოციებსა და ურთიერთობებზე.

აღნიშნული საკითხი დიდ ადგილს იკავებს თანამედროვე ფსიქოლოგიაში. თანამედროვე ფსიქოლოგს მნიშვნელოვანია ჰქონდეს ღრმა ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ციფრული სამყარო ადამიანის აზროვნებისა და ქცევის ფორმირებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა სპეციალისტებმა ისეთი სასწავლო პროგრამა გაიარონ, რომელიც თანამედროვეობის გამოწვევებთან სრულ თანხვედრაშია. გარდა ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგი თანამედროვე ტექნოლოგიებსაც მაღალ დონეზე ფლობდეს.

აღნიშნული პროგრამის სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას ფსიქიკასა და საზოგადოებაზე. პროგრამის კურიკულუმი აერთიანებს ფსიქოლოგიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ ერთი მხრივ, მათ საქმიანობაში არსებული ციფრული გამოწვევებისთვის და, მეორე მხრივ, სწორად მართონ ტექნოლოგიური საკითხებით გამოწვეული პრობლემები. ის მოიცავს ტექნოლოგიურ მოდულებსაც. ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ცოდნა კი სპეციალისტებს კარიერაში ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, კურსი მოიცავს ფსიქოლოგიის თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც ციფრული ეპოქის მოთხოვნებს პასუხობს.

სასწავლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებული. შეასწავლოს ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიები, პრინციპები და კანონზომიერებები; გაააზრებინოს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად წარმოქმნილი სიახლეები და ცვლილებები, ისე - ხელოვნურ ინტელექტთან მიმართების თავისებურებები; გამოუმუშაოს შემდგომი სწავლის საჭიროების დადგენის, პროფესიული და კვლევით საქმიანობის ეთიკური პრინციპების დაცვით წარმართვის უნარი.

პროგრამაზე სწავლის ღირებულება 2250 ლარია. პირველ სასწავლო წელს კურსზე 150 სტუდენტი ჩაირიცხება.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში - BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს