აფგან სადიგოვის ადვოკატი - პატიმრობის ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა

მიგვაჩნია, რომ აფგან სადიგოვის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ადვოკატის, აფგან სადიგოვის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ჩუთლაშვილი განმარტავს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფგან სადიგოვის საქმეზე დროებითი ღონისძიება მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია 2025 წლის 4 მარტამდე აკრძალული აქვს.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა აფგან სადიგოვის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის 3 თვით გაგრძელების ვადა, ეს არის ბოლო შესაძლებლობა, როცა შეიძლება იყოს გაგრძელებული და გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა. ამის შემდეგ, ან უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, ან მისთვის სხვა აღკვეთის ღონისძიების შერჩევა მოხდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პატიმრობის ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომელის სასამართლოს დღეს წარედგინა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფგან სადიგოვის საქმეზე დროებითო ღონისძიება მიიღო, საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის 4 მარტამდე აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აკრძალული აქვს. იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გააგრძელებს დროებითი ღონისძიების გამოყენებას და საბოლოოდ საქართველოს აეკრძალება აფგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, ვინაიდან ევროპული სასამართლო ხედავს რისკებს, რომელიც აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ის დაექვემდებარება დევნას. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ეტაპად იქნა მიღებული. თავდაპირველად, საქართველოს აკრძალული ქონდა სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ჩაგვბარდა, 28 იანვარს, ევროპულმა სასამართლომ 4 მარტამდე აუკრძალა საქართველოს სადიგოვის ექსტრადიცია“, - განაცხადა ჩუთლაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის