ნიკა გვარამია - ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი ქონება და ანგარიშები აქვს ბრიტანეთში, მათ შორის მრავალმილიონიანი ნახატების კოლექცია - ეს ქონება უნდა იყოს დაყადაღებული

ყველა დემოკრატიული, ევროპული ორგანიზაციიდან „ქართული ოცნება“ არის გარიყული და თავად იძახის, რომ თავად ტოვებს ამ ორგანიზაციებს, კი არ ტოვებს - აგდებენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის წყვეტასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

გვარამიას შეფასებით, ბოლო ორგანიზაცია, სადაც „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი, ეს არის გაერო და თუ იქიდანაც გავა, „ საქართველო იქნება დარჩენილი რუსეთის ამარა“.

„საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ იყოს, შეესაბამება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს ყველა დანარჩენ საკითხში. სად დარჩა „ქართული ოცნება“, მოდი , ეს შეკითხვა დავსვათ? ვისთან ინარჩუნებს კომუნიკაციას? მგონი, ბოლო ორგანიცა, სადაც „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი, არის გაერო, იქიდანაც თუ გავა საქართველო იქნება დარჩენილი რუსეთის ამარა. რეალურად, ყველა დემოკრატიული, ევროპული ორგანიზაციიდან „ქართული ოცნება“ არის გარიყული და თავად იძახის, რომ თავად ტოვებს ამ ორგანიზაციებს, კი არ ტოვებს - აგდებენ. საქართველო ამ პროცესის ნაწილად რჩება, საბოლოო ჯამში ეს უფლებამოსილება აღდგება მაშინ, როგორც კი „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნიდან გადაშენდება“,- განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, გვარამია გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, კონგრესმენ ჯო უილსონისა და ბრიტანელი დეპუტატის, ჯეიმს მაკკლირის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა ქონება , რომელიც ბრიტანეთშია უნდა იყოს დაყადაღებული.

„ლონდონი არის მსოფლიოს ფინანსური ცენტრი და ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი ქონება და ანგარიშები აქვს ბრიტანეთში, მათ შორის მისი მრავალმილიონიანი ნახატების კოლექცია. ეს ქონება უნდა იყოს დაყადაღებული, ყველა მისი ანგარიში უნდა იყოს გაყინული , ვიდრე ის მოასწრებს ამ ყველაფრის გადმოტანას საქართველოში, რომელიც მან თავისი „რუსული კანონი 2-ით“ – „ოფშორების კანონით“ თავის მიერ შექმნილი საქართველოში შექმნილი ოფშორული ზონის ფარგლებში გადმოიტანა. იმედი მაქვს, რომ ის ამას ვერ მოასწრებს და ბრიტანეთი ამ ტრანზაქციებს შეუჩერებს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება