კახა გოგოლაშვილი - PACE-ის წევრებმა შეიძლება მოითხოვონ, ქვეყანამ დატოვოს ევროპის საბჭო

თუ ქვეყანამ უარი თქვა თანამშრომლობაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ ქვეყანამ დატოვოს ევროპის საბჭო , - ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას გამოეხმაურა.

როგორც კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პირველ ეტაპზე PACE-ს წევრებმა შეიძლება საქართველოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევა მოითხოვონ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარის თქმა აბსოლუტური ნონსენსია. ევროპის საბჭოში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ორ ინსტიტუტში მაინც უნდა იყო. ერთი არის მინისტრთა საბჭო, სადაც, როგორც წესი, საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. მეორეა საპარლამენტო ასამბლეა. მინისტრთა საბჭო შეიძლება გააცდინო, არაფერი იქ არ ხდება, გადაწყვეტილებების მიღებაში თუ არ მიიღებ მონაწილეობას, შენს გარეშეც მიიღებენ, მაგრამ რაც შეეხება საპარლამენტო ასამბლეას, სადაც მიმდინარეობს დებატები და სერიოზული მუშაობა: კონვენციების შესრულების შეფასება, ქვეყნებთან დაკავშირებით დისკუსიები, ვის რა დარღვევები აქვს და ა.შ. მონიტორინგი იმისა, თუ მთლიანად ევროპაში როგორია ადამიანის უფლებების დაცვის საქმე, ასევე დემოკრატიის. ეს ყველაფერი არის აუცილებელი, აბა, რატომ ხარ საერთოდ ევროპის საბჭოს წევრი? თუ ქვეყანამ უარი თქვა თანამშრომლობაზე, რაც მაგალითად შეიძლება იყოს PACE-ის რეზოლუციის არშესრულება, მისი რეკომენდაციების სისტემატური არშესრულება, არ მონაწილეობა PACE-ის მუშაობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს PACE-ის წევრების მხრიდან რეზოლუციის შემოტანა, რომელიც მოითხოვს, რომ ქვეყანას წაართვან ხმის უფლება. ეს იქნება პირველ ეტაპზე და შემდგომში საერთოდ შეიძლება მოითხოვონ, რომ ქვეყანამ დატოვოს ევროპის საბჭო. თუ ქვეყანა ევროპის საბჭოში არ თანამშრომლობს, არაფერს არ ითვალისწინებს და თვითონაც კონტრიბუციას არ აკეთებს, მაშინ სრულებით შეიძლება დაატოვებინონ ევროპის საბჭო“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა