არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის ბინაშიც ჩხრეკა მიმდინარეობდა, დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის ბინაშიც ჩხრეკა მიმდინარეობდა, დააკავეს.

ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზე დააკავეს და სად გადაიყვანეს დაკავებული აქტივისტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიცია ჩხრეკას რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში ატარებდა. აღნიშნულის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად წერენ.

კერძოდ, სამართალდამცველები იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისა და „ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) სახლში. ასევე, ჩხრეკა ტარდება „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც.

შსს-მ გამოძიება ორი - სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

მათივე განმარტებით, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ატარებენ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა