ირაკლი ზარქუა - „მადამ მავნებელი“ ვერ გახდა ლიდერი - ტრამპის ინაუგურაცია დიდ ეკრანზე აყურებინეს, დანარჩენი ბედოვლათები ეზოში დააყენეს სიცივეში - ის რეზოლუციები, რაც მიიღეთ, წერეთ და იკითხეთ

„მადამ მავნებელი“ ვერ გახდა ლიდერი. ჩაიყვანეს [ტრამპის] ინაუგურაციაზე და კი ნახეთ, რომ დიდ ეკრანზე აყურებინეს. ამას გაუმართლა, სითბოში მაინც იჯდა და ის დანარჩენი ბედოვლათები მისაღებში, ეზოში დააყენეს იმ სიცივეში - ხაზარაძე და ჯაფარიძე „ლელოდან“. იმ კაცმაცუნა ვაშაძეს, მგონი, კალათბურთის ბილეთები აუღეს და იმ დარბაზში გაუშვეს, საერთოდ სხვაგან მოხვდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ.

ირაკლი ზარქუას შეფასებით, ამერიკიდან დაბრუნებულები „შემდეგ აქ, კეკლუცობდნენ“.

„შემდეგ აქ ჩამოვიდნენ და კეკლუცობდნენ, ჩვენ შევხვდით და დიდი პატივით მიგვიღოო და ვინ მიიღო? - ჯო უილსონმა. სხვათა შორის, გუშინ, 7 წუთით გამოირთო შუქი და მინდა ვთხოვო ჯო უილსონს, გადავუხდით და თავის „ტვიტერით“ ეს დადოს. ამ დონეზე არის ასაგდები ეს კაცი უკვე. ე.წ. გაქირავებული აქვს თავისი სოციალური ქსელი, მიდის დაფინანსება და თუ გინდა, დაბადების დღეს მოგილოცავს, როდის გაქვს დაბადების დღე, გადავიხდით და დადებს, „გილოცავ, დაბადების დღეს“, აი, იმ დონეზეა.

მენდესი გახსოვთ? - მეორე სენატორი, რომელიც ჩვენ ქვეყანას „აშავებდა“, ჩვენ რომ მორალს გვიკითხავდა და ამბობდა, ევროინტეგრაციას, როგორ აჩერებენ, კორუფცია არისო. სენატორი მენდესი თვითონ ამერიკელებმა დაიჭირეს და 15 თუ 20 წელი მიუსაჯეს, საკუთარ ქვეყანას ღალატობდა. აი, ასეთი ხალხი მორალს გვიკითხავს, ასეთი ხალხი უტევდა ჩვენ ქვეყანას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ახლაც, აგრძელებენ, მათ შორის ევროპარლამენტში. ის რეზოლუციები, რაც მიიღეთ, 4-5, კიდევ წერეთ და იკითხეთ. კიდევ ჩაწერეთ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, კეზერაშვილი მედიამენეჯერია და თურმე ლგბტ პროპაგანდა უკან უნდა წავიღოთ, ვერ ეღირსებით, ჩვენ დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს და ასე იქნება ყოველთვის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს