სალომე ზურაბიშვილი - ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასდროს მარცხდება ქართველი - თქვენთან ვიქნები ბოლომდე და ეს ბოლო არის ჩვენი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება

ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასდროს მარცხდება ქართველი. თქვენთან ვიქნები ბოლომდე და ეს ბოლო არის ჩვენი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება, - ასე მიმართა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, აქციის მონაწილეებს.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ჩვენი ქვეყნის, თითოეული ქართველის ღირსებისა და მომავლის სახე მზია ამაღლობელია.

„მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, ის არის დღეს ჩვენი ღირსების სახე, ის არის დღეს ჩვენი მომავლის სახე და ამიტომ ვართ ყველანი ერთად მის ირგვლივ. დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად და ძლიერად იქნება, რადგან დღეს ის არის საქართველო. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ერთად ვართ, არამედ, ჩვენთან ერთად იზრდება ის მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან, რომელიც ასევე გვჭირდება. ბრძოლა ჩვენია, არავის სხვისი, მაგრამ გარედან ეს იქნება ევროპის საბჭო, რომელმაც თავისი სათქმელი ძალიან მკაფიოდ და ყველას გასაგონად თქვა, ვის მხარეს დგას, რომ ის დგას ხალხის, საზოგადოების მხარეს. ასევე, დღეს ამერიკაში ახალი თანასპონსორები გაუჩნდა იმ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს ამ არალეგალური ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის იმის ნიშნები, თუ რამდენად იზრდება მხარდაჭერა ამ პროტესტის, რომელიც მხოლოდ ჩვენია. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რისთვისაც ჩვენ და თქვენ აქ ვდგავართ და ვიდგებით სანამ საჭირო იქნება. ვერავინ შეაშინებს ქართველს, როცა იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს ისეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ისეთი ევროპული, როგორიც თითოეულ ჩვენგანს უნდა თავისი შვილებისთვის, თავისი შვილიშვილებისთვის. ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასდროს მარცხდება ქართველი. ბათუმში მინდა გისურვოთ გამძლეობა. მინდა გამოგიცხადოთ სოლიდარობა და გითხრათ, რომ თქვენთან ვიქნები ბოლომდე და ეს ბოლო არის ჩვენი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმში პროტესტში მონაწილე აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებული აქტივისტები და დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრები. მანამდე, ზურაბიშვილი გამოცემა „ბათუმელების“ ოფისში მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის გამოსახატად მივიდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა