მედიაორგანიზაციები „პუბლიკის“ მიმართ შალვა პაპუაშვილის „ფეისბუქ პოსტთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ

მედიაორგანიზაციები "პუბლიკის" მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის „ფეისბუქ პოსტთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მუქარად აფასებენ.

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას.

მედიაორგანიზაციები გმობენ შალვა პაპუაშვილის განცხადებას და მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ და „ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად“.

„1 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

პაპუაშვილმა ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ ”პუბლიკა” ამ ინფორმაციის გავრცელებით “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს” და “რეკლამირებას უწევს”. ის ასევე პასუხისმგებლობით დაემუქრა ევროკავშირს, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს “პუბლიკას”.

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას.

ამასთან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების - “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, პაპუაშვილის ეს განცხადება “პუბლიკის” მიერ “სისხლის სამართლის დანაშაულის დაანონსებაზე” შეიცავს აშკარა მუქარას ამ მედიაორგანიზაციის მიმართ.

კატეგორიულად ვგმობთ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად. ამასთან სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ “პუბლიკის” სარედაქციო გუნდს, რომელიც დაარსების დღიდან სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს”, - აღინიშნება განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

„ბათუმელები“;

„ნეტგაზეთი“;

„სამხრეთის კარიბჭე“;

„სტუდია მონიტორი“;

„მთის ამბები“;

„ჯემნიუსი“;

„მედია აპრილი“;

„ინდიგო“;

„მედიაჩეკერი“;

„მოზაიკა“;

„ქუთაისიპოსტი“;

„მაუწყებელი“;

„აქცენტი“;

„OC Media“;

„Chai Khana“ ;

„Civil.ge“;

„პროექტი 64“;

„TV პირველი“;

“ფორმულა”;

„JRC/“;

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“;

„TOK TV“;

„კავკასია“;

„კახეთის ხმა“;

„ტაბულა“;

„ექსპრესნიუსი”;

„ჩემი ხარაგაული“;

მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“;

„CNews.ge“;

„Tv9News“;

„აი,ფაქტი“;

„გურია ნიუსი“;

„BMG“;

„გურიაTV“;

„ქართლის ამბები“;

„მთავარი არხი“;

„On.ge“;

„გაზეთი ალიონი“;

„რადიო WW“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის