ხატია დეკანოიძე - ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ველურები - არ გვეშინია

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ სიტყვიერი დაპირისპირებაა.

დაპირისპირება სამართალდამცველებსა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორისაც მოხდა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე ქალებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნული პოლიციელებმა უარყვეს. ამასთან, ხატია დეკანოიძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც მსვლელობას მიყვებიან, მოუწოდა, რომ ნიღაბი მოეხსნათ და სახე გამოეჩინათ.

"ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ჩვეულებრივი ველურები და ბიძინა ივანიშვილის მსახურები, არ გვეშინია მათი - არ გვეშინია. უშვერი სიტყვებით აგინებენ ქალებს. ეს არის მათი სახე", - აღნიშნა დეკანოიძემ მედიასთან.

ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები სასამართლოს მიმართულებით მიდიან.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა