„ძლიერი საქართველო“ ზვიად ხარაზიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

„ძლიერი საქართველოს“ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

გარდა ამისა, როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გუშინ თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა დაიწყოს.

ამასთან, ნაცვლიშვილის შეფასებით, შეკრება-მანიფესტაციებთან, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილება არის „დიქტატურის დაკანონების ნაბიჯი“.

„გუშინ, თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ქართულ სახელმწიფოში საგანგებოდ მოიშალა მართლწესრიგი, კანონი, სამართალი და მისი ამოცანაა, მთელი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დააყენოს საფრთხის წინაშე და მარტო დატოვოს ამ საფრთხის წინ. დღეს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ეს არის დიქტატურის დაკანონების ნაბიჯი, რომელსაც არც ჩვენ და არც საზოგადოება არ ვაპირებთ რომ შევეგუოთ. არ ვაპირებთ „ქართულ ოცნებას“ დავანებოთ რუსული ტიპის დიქტატურის დამყარების მცდელობა საქართველოს სახელმწიფოში.

რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეს არის მოძალადეების თარეში, რომლებსაც პოლიციის ფორმა აცვიათ, მაგრამ საერთო არაფერი აქვთ , არც პოლიციასთან , არც მართლწესრიგთან, არც კანონთან და არც საზოგადოებრივი ინტერესის დაცვასთან. გუშინ, ასობით მოწმის, ჩართული კამერების და უამრავი ადამიანის წინაშე მათ ჩაიდინეს ძალადობრივი მოქმედებები სრულიად მშვიდობიანი, უკვე დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ძალადობრივი მოქმედებები მათ ჩაიდნეს დემონსტრაციულად.

„ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ ზვიად ხარაზიშვილის დაუყოვნებლივ თანამდებობა დაატოვებინონ. მას დაუყოვნებლივ უნდა დაატოვებინონ თანამდებობა და მასზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, თუნდაც იმ შემთხვევის გამო, რომელიც უამრავმა ადამიანმა და კამერამ დააფიქსირა. ხოლო იმ სამართალდამცავებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენიათ გონიერება, საღი აზრი და სინდისის გარკვეული ხარისხი, მოგიწოდებთ, ხმა აიმაღლოთ იმ უკანონობის და ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც თქვენი უწყების და თქვენი სახელით ხორციელდება საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს