უკრაინის ელჩი - აქტიურად ვმუშაობთ ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის გუნდებს შორის შეხვედრებზე

შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩო აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდებს შორის შეხვედრებზე მუშაობს, - ამის შესახებ შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ გამოცემა Suspilne-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვამზადებთ შეხვედრებს და ზარებს. ამას გარკვეული დრო სჭირდება. უკრაინას (აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გუნდში) ბევრად მეტი კონტაქტები აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებს“, - განაცხადა მარკაროვამ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა საუბარი ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრაზეც.

მისი თქმით, საელჩოს კარგი კონტაქტები აქვს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცთან, რომლებთანაც ტრამპის არჩევამდეც მუშაობდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა