ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა იშვიათი მინერალების სფეროში პარტნიორების ინვესტიციების მოზიდვისადმი ღიაა

უკრაინა ღიაა იშვიათი მინერალების სფეროში პარტნიორების ინვესტიციების მოზიდვისადმი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მართალია, ერთ-ერთი პუნქტი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პუნქტი, რომელიც გამარჯვების გეგმაშია, არის ინვესტიციები, რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლო მინერალებში, საკმარისად გვაქვს ისინი. ხედავთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წლიდან ახდენდა ჩვენი მიწების ოკუპაციას, ნაწილობრივ იქ ნამდვილად იყო ჩვენი სასარგებლო მინერალების დიდი მოცულობა. ღია ვართ იმისთვის, რომ ეს შეიძლება შემუშავებულ იქნას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მიწის დაცვაში, მტერს უკან ხევენ თავისი იარაღით, თავისი ყოფნით, სასანქციო პაკეტებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სექტემბერში მან საკითხზე მაშინდელ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთანაც ისაუბრა.

"მე მას ვუთხარი, რომ OK, ჩვენ ღია ვართ, რომ ამერიკული კომპანიების ინვესტიციები შემოდიოდეს", - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ სასარგებლო მინერალებზე რუსეთის კონტროლის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ "იქ შევლენ" ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს