გიორგი ვაშაძე - მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს - მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის!

მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს - მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის! საქართველო არსებობს ქართველი ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ახლა დროა ქვეყნის პატრიოტებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვან თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში.

„სამწუხაროდ, დადგა ის მომენტი, რაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ბოლომდე რუსეთად გადააქციოს საქართველო. ე.წ. ხელისუფლებამ „თბილისი მოლთან“ გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა და სხვა პატრიოტები, რომლებიც ქვეყნის მომავალს იცავენ და საკუთარ აზრს გამოხატავენ.

მეგობრებო, ახლა დროა, საზოგადოებამ, ამ ქვეყნის ნამდვილმა პატრიოტებმა, გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში. მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.

მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის! საქართველო არსებობს ქართველი ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის.

სოლიდარობა ყველა უკანონო პატიმარს! ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი“, - აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულ 8 პირს, რომლებიც თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული, ბრალდება შეეცვალათ. კერძოდ, აღნიშნულ პირებს გამოძიება ამჯერად, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება. გამოძიება მათ წინააღმდეგ, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 8 პირს შორის ორი - გიგი უგულავასა და დიმიტრი ბიძინაშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა