ადვოკატი - მოპოვებული გვაქვს ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ პოლიციელებს დიმიტრი ბიძინაშვილი გზის არასავალი ნაწილიდან და იძულებით აგდებენ სავალი ნაწილისკენ იმისთვის, რომ შუა გზაზე იდგეს

მოპოვებული გვაქვს სხვადასხვა სახის ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ პოლიციელებს დიმიტრი ბიძინაშვილი გზის არასავალი ნაწილიდან და იძულებით აგდებენ სავალი ნაწილისკენ იმისთვის, რომ შუა გზაზე იდგეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მტკიცებულებას, სადაც დიმიტრი ბიძინაშვილის უდანაშაულობა ჩანს, სასამართლოს წარუდგენენ და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე „კანონიერ გადაწყვეტილებას“ მიიღებს.

„ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ბრალის შესახებ დადგენილება, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ბრალის შესახებ შინაარს, ამის შემდეგ, ბრალდების მხარე სასამართლოში იშუამდგომლებს აღკვეთის ღონისძიების სახის განსაზღვრაზე, თუმცა როგორი სახით, გაურკვეველია. გადმოგვეცემა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომელსაც გავეცნობით და ამის საფუძველზე, ჩვენც დამატებით მოვიპოვებთ მტკიცებულებებს.

მინდა გითხრათ, რომ მოპოვებული გვაქვს სხვადასხვა სახის ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ პოლიციელებს დიმიტრი ბიძინაშვილი არასავალი ნაწილიდან და იძულებით აგდებენ გზის სავალი ნაწილისკენ იმისთვის, რომ შუა გზაზე იდგეს. ამ მტკიცებულებას სასამართლოში წარვადგენთ და იმედი გვაქვს, მოსამართლე კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულით, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში