დიმიტრი პესკოვი - რუსეთისა და აშშ-ის ცალკეულ უწყებებს შორის კონტაქტები ნამდვილად არის

რუსეთისა და აშშ-ის ცალკეულ უწყებებს შორის კონტაქტები ნამდვილად არის, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ „უკრაინასთან დაკავშირებით აშშ ძალიან კარგ, კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს აწარმოებს“.

„ცალკეულ უწყებებს შორის კონტაქტები ნამდვილად არის და ბოლო დროს ისინი გაძლიერდა. მაგრამ სხვა დეტალების შესახებ არაფრის თქმა შემიძლია. სათქმელი არაფერია“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ბევრი პრობლემები აქვს“.

„ჩვენი ქვეყნის ანალიზი, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ გააჟღერა, საუბრობს იმაზე, რომ ბატონ ზელენსკის დე იურე ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ბევრი პრობლემა აქვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსული მხარე მოლაპარაკებებისთვის ღიაა“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე