ბადრი ჯაფარიძე - „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში - ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა - ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს

საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა; რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ, ხდება ტიპური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება - ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქონა და დიქტატურა შეუსაბამოა ერთმანეთთან.

„საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა; რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ ხდება ტიპური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება. ამასთან იმაზე, რომ არის საპოლიციო დიქტატურა. ყველასთვის ცნობილია, რომ 60-ს გადასცდა პოლიტიკური პატიმრების რიცხვი.

ჩვენს მეგობარი ქვეყნების დიპლომატებთან ამაზე იყო საუბარი. ისინი, მათი დედაქალაქები ინფორმირებულები არიან. რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს იმიტომ, რომ კანდიდატი ქვეყანა და დიქტატურა - ეს არის შეუთავსებელი რამ. შეუძლებელია, ერთდროულად იყო კანდიდატი და მეორე მხრივ, იყო დიქტატორი ქვეყანაში.

კონკრეტულ ნაბიჯებზე მე ვერ ვისაუბრებ. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში”.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში. ახლა არის ერთპარტიული, ე.წ პარლამენტი, რომელიც ერთმანეთს ტაშს უკრავს. პოლიტიკური პროცესი მოკლა ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, რაღაც კანონებსაც იღებენ 24 საათში. ეს გამიზნულია პროტესტის შესაჩერებლად. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობიან პროტესტს, წინააღმდეგობას ვერ შეაჩერებს. ადამიანები ქუჩაში გამოსულები არიან იმისთვის, რომ გადაარჩინონ ამ ქვეყნისა და თავისი ოჯახების მომავალი. ასეთი დრაკონული ნაბიჯები, ბრუტალური ანგარიშსწორება ადამიანებზე, მათი დაპატიმრება, ცხადია, პირიქით იწვევს პროტესტის გაძლიერებას. ეს ყველას უნდა ესმოდეს და უპირველესად, ივანიშვილს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება