სალომე ზურაბიშვილი - ერთ-ერთ გზავნილი ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა, რამეთუ პარლამენტი აღარ არის პოლიტიკური სივრცე - საჭიროა ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლა განახლდეს

ერთ-ერთ გზავნილი და თემა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს რეალურად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა, რამეთუ პარლამენტი აღარ არის პოლიტიკური სივრცე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს საჭიროა, რომ განახლებული იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ივანიშვილის რეჟიმზე.

„დღეს მივიღე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები. მათთან ერად იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ წარდგენილნი ე.წ. პარლამენტში. დღეიდან უკვე მათი მანდატები გაუქმდა. ერთ-ერთ გზავნილი და თემა ჩვენი ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს რეალურად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა, რამეთუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი აღარ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება დაცული აღარ არის, არც სიტყვის გამოთქმის უფლება, არც შეკრების უფლება და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ამდენად, ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება გავრცელდეს ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, რამე პოლიტიკური წარმონაქმნი წარმოუდგენელია, სანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები. ეს იყო მთავარი გზავნილი ელჩებისთვის და დედაქალაქებისთვის. დღეს საჭიროა, რომ როგორც აქ განახლდა რეპრესიები, ასევე განახლებული იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ასე შეიძლება ვახსენოთ - რუსული ყაიდის რეჟიმი. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ დღეს ვერავინ იტყვის როგორ შეიძლება დაინიშნოს არჩევნები, ეს კითხვა წარმოუდგენელიცაა, ეს მოხდება გარედან და შიგნიდან ზეწოლის შედეგად. არ არსებობს ქვეყანა და არ არსებობს ისტორიული მაგალითი, რომ როცა რეჟიმი სრულად იზოლირებულია თავისი მოსახლეობიდან და დანარჩენი პარტნიორებისგან, გააგრძელოს თავისი მმართველობა. პატარა ქვეყანაა საქართველო, ეს არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია დიდი პერიოდი გაუძლოს სანქციებს, ან ირანი, რომელსაც შეუძლია ჩაიკეტოს მთლიანად. ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია. ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა