თინა ბოკუჩავა - ფაქტია, რომ ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას ცდილობს - ეს არის სრული საზოგადოებრივი ტერორის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან - ადამიანებს პროტესტის საჯაროდ გამოხატვის გამო სჯიან

ფაქტია, რომ ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას ცდილობს, ეს უკვე აღარ არის ავტორიტარიზმისკენ მიმართული ნაბიჯები - ეს არის სრული საზოგადოებრივი ტერორის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიტიკოსს გიგი უგულავასა და კიდევ 3 პირის სასამართლო სხდომამდე განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს პროტესტის საჯაროდ გამოხატვის გამო სჯიან.

„ის ცდილობს, რუსული ტიპის დიქტატურის დამყარებას ცდილობს საქართველოში. იჭერენ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატავს პროტესტს, სადაც ათეულობით პატიმარია, მათ შორის არასრულწლოვნებიც და მედიის წარმომადგენლებიც არიან, ასევე არის მოშიმშილე ქალი მედიის წარმომდგენელი [მზია ამაღლობელი], რომელმაც „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში გმირობა გვაჩვენა. ეს არის სრული საზოგადოებრივი ტერორის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რათა დიქტატურის კონსოლიდაცია მოახდინოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხალხის კონსოლიდაცია მოჰყვება, რომელიც დაასრულებს ივანიშვილის დიქტატურას",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს