აგვისტოს მოვლენებისას დაზარალებული კომპანიების წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს

აგვისტოს მოვლენებისას მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს სამშენებლო კომპანიებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.

როგორც კომისიის სხდომაზე “ცენტრს-პოინტის” წარმომადგენელმა ანა გაგუამ განაცხადა, აგვისტოს მოვლენების შედეგად მკომპანიამ “ცენტრ- 1 მლნ. 300 ათასი დოლარის ზარალი მიიღო.

მისი თქმით, “ცენტრ-პოინტის” ბიზნესის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოს ტერიტორიაზე 100 მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობაა, აქედან ჯერჯერობით 5 სასტუმროა აშენებული და მათ შორის; - სოფელ ქურთაში.

გაგუამ აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად კომპანიის მიერ ქურთაში აშენებული სასტუმრო განადგურებულია, საიდანაც კომპანიამ 1 მლნ. 300 ათასი დოლარის ზარალი მიიღო.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების კომპანია “ვისოლს”, კომპანიამ ომის შედეგად 300 ათასი დოლარის ზარალი განიცადა. კერძოდ, ავტოგასამართი სადგური, რომელიც “ვისოლმა” ქურთაში 2007 წლის 13 ივლისს გახსნა, რუსული სამხედრო აგრესიის დროს დაიბომბა.;

“ელიტ ელექტრონიქსმა” კი, ომის დროს 650 915 ლარი იზარალა.; ერთ-ერთი მაღაზია თამარაშენში 2007 წელს გაიხსნა, სადაც ქართველები და ოსები მუშაობდნენ, ომის შედეგად კი თამარაშენში არსებული ობიექტი მთლიანად განადგურდა და ტექნიკა დატაცებულია.

აღნიშნული კომპანიები მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს