სალომე ზურაბიშვილი - ბრძოლა გრძელდება ყველგან, ჩემთვის მაგალითად გუშინ ვაშინგტონში, ხვალ მიუნხენში, პარიზში, სადაც შეიძლება, რომ მიხვიდე და სთხოვო, უფრო ნათელი იყოს ამ რეჟიმის კვალიფიკაცია - ზეწოლა უნდა იყოს იმ ქართულ ბიზნესზეც

ბრძოლა გრძელდება ყველგან, ჩემთვის მაგალითად გუშინ ვაშინგტონში, ხვალ მიუნხენში, პარიზში, სადაც შეიძლება, რომ მიხვიდე და სთხოვო, რომ უფრო ნათელი იყოს ამ რეჟიმის კვალიფიკაცია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან ხელისუფლებაზე ყოველდღიური ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ გვაქვს საზოგადოების მიმართ ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება, კრიტიკა რეჟიმის გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ჯერ არა სრული კვალიფიკაცია, რომ ეს არის სრული დიქტატურა, რუსული ყაიდის დიქტატურა და ეს უნდა ითქვას. უნდა იყოს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს იმიტომ, რომ პოლიტიკური ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ეს არის ახალი არჩევნები. სხვა გზა არ არსებობს გარდა არჩევნებისა. ძალიან სწორად, ძალიან ბრძნულად, ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება არსებობდეს და რასაც შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ.

ამასთან ერთად, სინდისის პატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს ყოველდღიური მოთხოვნა. ვიცით, რომ რეპრესიული რეჟიმი ამას არ აკმაყოფილებს იმთავითვე, მაგრამ ზეწოლა უნდა იყოს ყველა მიმართულებით. ზეწოლა უნდა იყოს იმ ქართულ ბიზნესზეც, რომელმაც ჯერ ვერ გაიგო, ვისი ბედია დაკავშირებული ამ ქვეყნის ბედთან და არა რუსეთთან. ზეწოლა უნდა იყოს „საზმაუს“ მიმართ, რომელიც დაკავშირებული იყო ევროპულ ბორდთან და იქიდანაც უნდა იყოს ზეწოლა, რათა შეწყდეს შიდა რეპრესიები, რომელიც დღეს ვრცელდება პრაქტიკულად ყველა უწყებაზე.

როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მე მინდა ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, რომ შეიძლება ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს ასევე თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის საყრდენი, დამოუკიდებლობის საყრდენი და არ შეიძლება ამ უწყების რამენაირად პოლიტიზება. მე მინდა მივმართო ჩვენს სამხედრო ძალებს, მე ბოლომდე, ყოველთვის ვიქნები მათ გვერდში იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველანაირი საშუალება და უფლება, რომ ეს ქვეყანა დაიცვან როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სუვერენულის ახელმწიფო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა