ნიკა მელია - რამდენი ადამიანიც არ უნდა დაგვაპატიმრონ, ეს არ უნდა იძლეოდეს გეგმის გადახედვის შესაძლებლობას - გეგმა უწყვეტი პროტესტია რუსთაველზე და სხვა ლოკაციებზე - ეს ბრძოლა მარათონია და არ მგონია, რომ ფინიშის ხაზი შორს არის

რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენიც არ უნდა ვიყოთ დაპატიმრებული, ეს არ უნდა იძლეოდეს გეგმის გადახედვის შესაძლებლობას - გეგმა არის უწყვეტი პროტესტი, თუნდაც რუსთაველის გამზირზე და სხვადასხვა ლოკაციებზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მელიამ განაცხადა, დაკავებები უმნიშვნელოა, პირიქით, ამით საზოგადოება უფრო უნდა მოტივირდეს.

„ყველაფერი რაც ახლა ხდება, რასაც ივანიშვილი აკეთებს, მის დამარცხებას მოემსახურება. ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრება არ უნდა იწვევდეს პანიკას და ერთმანეთის დაშინებას, რომ ივანიშვილი კიდევ უფრო ბრუტალური გახდა, ეს არის ის, რაც ივანიშვილს აწყობს. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს რა ბრძოლაში ვართ. რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენიც არ უნდა ვიყოთ დაპატიმრებული, ეს არ უნდა იძლეოდეს გეგმის გადახედვის შესაძლებლობას. გეგმა არის უწყვეტი პროტესტი, თუნდაც რუსთაველის გამზირზე და სხვადასხვა ლოკაციებზე. პიროვნებებს, ვისაც დაგვაკავებენ უმნიშვნელოა, ამით სხვა არ უნდა იყოს სასოწარკვეთილი, პირიქით უფრო უნდა მოტივირდეს საზოგადოება“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე შეფასებით, მიუხედავად დაპატიმრებებისა პროტესტი არ შეჩერდება და ოპოზიციის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი შედეგზე უნდა იყოს გათვლი და არა უბრალოდ ქმედებაზე.

„ივანიშვილი ცდილობს ძალის დემონსტრირებას. მისთვის ხელისუფლება არის ძალის დემონსტრირება, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, დაპატიმრება, ეს არის მისთვის ხელისუფლებაში ყოფნა. მას რესურსი საკუთარი მოქალაქეების გადარწმუნებისა, მათთან მსჯელობის ამოწურული აქვს. ახლა მნიშვნელოვანია, პრაგმატულობა და პროცესებისადმი რაციონალური დამოკიდებულება.

მიუხედავად დაპატიმრებებისა ეს პროცესი არ შეჩერდება, პროცესი არის განგრძობითი. ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი უნდა იყოს შედეგზე გათვლი და არა უბრალოდ ქმედებაზე. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის სურვილია ჩვენთან სპრინტი გამართოს. ჩვენ სპრინტში მას არ ვეჯიბრებით. ეს ბრძოლა მარათონია, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია და არ მგონია, რომ ფინიშის ხაზი შორს არის. ივანიშვილის სურვილია სპრინტის გამართვა, რომ დამატებითი საფუძვლები შეიქმნას მძიმე რეპრესიების გატარებისა, არ აქვს საფუძველი და მაინც ატარებს. ეს ყველაფერი სუსტი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია. დრო ახლა ქართულ საზოგადოებაზე მუშაობს. ღრმავდება საერთაშორისო იზოლაცია. სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო ფართოვდება, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისი უფრო გაიზრდება და ეს პროტესტი ურო გაფართოვდება ეს ჩემზე უკეთ იცის ივანიშვილმა, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიც გარდაუვალია. მისი სურვილია პროტესტი ძალისმიერი ხერხებით ჩაახშოს, რაც არ გამოუვა“, - განაცხადა მელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის