გიგი უგულავას ადვოკატი - დავობენ გზის ბლოკირებაზე, რომელიც არ მომხდარა და დავობენ დანაშაულზე, რომელიც  არ არსებობს - საქმე უნდა შეწყვეტილიყო

დავობენ გზის ბლოკირებაზე, რომელიც არ მომხდარა და დავობენ დანაშაულზე, რომელიც, უბრალოდ, არ არსებობს ფაქტობრივი თვალსაზრისით, - ამის შესახებ პოლიტიკოს გიგი უგულავას ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

აბესაძის თქმით, ნორმალურ შემთხვევაში, დანაშაულის არარსებობის გამო საქმე უნდა შეწყვეტილიყო.

გიგი უგულავას შემთხვევაში მოსამართლემ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, რაც მოითხოვა პროკურატურამ, ანუ 5 ათასი ლარის ოდენობით საპატიმრო უზრუნველყოფილიყო, რაც ნიშნავს, რომ ის მიბრუნდება საპატიმრო დაწესებულებაში და გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვებს მას.

რა თქმა უნდა, მთლიანად აბსურდული იყო ბრალდება, რომ ჩვენ ვნახეთ, ადვოკატების შეკითხვებსა და მოსაზრებებზე პროკურორებს პასუხები არ ჰქონდათ. დავობენ გზის ბლოკირებაზე, რომელიც არ მომხდარა და დავობენ დანაშაულზე, რომელიც, უბრალოდ, არ არსებობს ფაქტობრივი თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უკმაყოფილო ვართ იმიტომ, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა და ნორმალურ შემთხვევაში, დანაშაულის არარსებობის გამო საქმე უნდა შეწყვეტილიყო. რას ვიზამთ, ასეთია სამართალი ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება