გიგი უგულავას ადვოკატი - დავობენ გზის ბლოკირებაზე, რომელიც არ მომხდარა და დავობენ დანაშაულზე, რომელიც  არ არსებობს - საქმე უნდა შეწყვეტილიყო

დავობენ გზის ბლოკირებაზე, რომელიც არ მომხდარა და დავობენ დანაშაულზე, რომელიც, უბრალოდ, არ არსებობს ფაქტობრივი თვალსაზრისით, - ამის შესახებ პოლიტიკოს გიგი უგულავას ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

აბესაძის თქმით, ნორმალურ შემთხვევაში, დანაშაულის არარსებობის გამო საქმე უნდა შეწყვეტილიყო.

„გიგი უგულავას შემთხვევაში მოსამართლემ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, რაც მოითხოვა პროკურატურამ, ანუ 5 ათასი ლარის ოდენობით საპატიმრო უზრუნველყოფილიყო, რაც ნიშნავს, რომ ის მიბრუნდება საპატიმრო დაწესებულებაში და გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვებს მას.

რა თქმა უნდა, მთლიანად აბსურდული იყო ბრალდება, რომ ჩვენ ვნახეთ, ადვოკატების შეკითხვებსა და მოსაზრებებზე პროკურორებს პასუხები არ ჰქონდათ. დავობენ გზის ბლოკირებაზე, რომელიც არ მომხდარა და დავობენ დანაშაულზე, რომელიც, უბრალოდ, არ არსებობს ფაქტობრივი თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უკმაყოფილო ვართ იმიტომ, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა და ნორმალურ შემთხვევაში, დანაშაულის არარსებობის გამო საქმე უნდა შეწყვეტილიყო. რას ვიზამთ, ასეთია სამართალი ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს